
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 33-ე საარჩევნო ყრილობა გაიმართა.
ყრილობაზე აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტი.
კენჭს მხოლოდ ლევან კობიაშვილი იყრიდა, მას 28 დელეგატიდან ყველამ მხარი დაუჭირა და ზედიზედ მესამედ იქნა არჩეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.
შეგახსენებთ, რომ კობიაშვილი აღნიშნულ თანამდეგობას 2015 წლიდან იკავებს.