დეკემბერი 7, 2023

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მიკელე პადოვანო ნარკომოვაჭრეობის გამო დაპატიმრებული იყო. ფეხბურთელის სასჯელის ვადა 24 წლიდან 17-მდე შეუმცირეს. ვადის ნაწილი ციხეში, ხოლო ნაწილი შინაპატიმრობაში გაატარა. როგორც აღმოჩნდა, პადოვანო დამნაშავე არ ყოფილა და სასამართლომ გაამართლა.

„ როცა ადვოკატებმა დამირეკეს და მითხრეს რომ თავისუფალი ვიყავი სიხარულისგან აღარაფერი მესმოდა. შემდეგ კი დავფიქრდი, ვინ დამიბრუნებს იმ 17 წელს? „ – სინანულითა და გაბრაზებით აღნიშნა ფეხბურთელმა.

გარდა ამისა, პადოვანოს ფინანსური კრიზისი აქვს. ცდილობდა ბიზნესის წამოწყებას,მაგრამ კოვიდმა ხელი შეუშალა.

შეგახსენებთ რომ ფეხბურთელი იუვენტუსში, ჯენუასა და ნაპოლიში თამაშობდა. იუვენტუსის რიგებში კი სერია ა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *