,,სერია ა”-ს მეოცე ტურში გამორჩეული მატჩი გაიმართა. ,,ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ,,რომას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა.
რამდენიმე მატჩიანი პაუზის შემდეგ ,,ნაპოლის” ძირითადში ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა.
ხვიჩამ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მე-5 წუთზე რომაელთა კარში პირველი ზუსტი დარტყმა განახორციელა. 17-ე წუთზე ქართველმა ტალანტმა ვიქტორ ოსიმენს ბურთი საჯარიმოში ჩაუწოდა, ხოლო ნიგერიელმა მიმდინარე გათამაშებაში მე-14 გოლის გატანა შესძლო. ხვიჩამ მოედანი 69-ე წუთზე დატოვა,მის ნაცვლად თამაშში ელმასი ჩაერთო.
წონასწორობა 75-ე წუთზე ელ შაარავიმ აღადგინა, თუმცა დედაქალაქელების კარი 86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ აიღო და ,,ნაპოლის” 3 ქულა მოუტანა.
ამ მომენტისთვის სპალეტის გუნდი მეორე ადგილოსან ,,ინტერს” 13 ქულით სჯობნის.