ოქტომბერი 1, 2023

29 იანვარს, საქართველოს დროით 23:45 საათზე სერია ა-ს ტურის ცენტრალურ შეხვედრას დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ცხრილის ლიდერი “ნაპოლი” საშინაო კედლებში ჟოზე მოურინიოს “რომას” უმასპინძლებს და მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

ნეაპოლელებს ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდებათ, რომელმაც წინა 2 შეხვედრა ტრავმის გამო ვერ ჩაატარა, მაგრამ ახლა მზად არის და ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაშია.

გუნდების სავარაუდო თერთმეტეულები ასე გამოიყურება:

“ნაპოლი”: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, რუი, ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია;”რომა”: პატრისიო, მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი, ზალევსკი, კრისტანტე, მატიჩი, სპინაცოლა, პელეგრინი, დიბალა, აბრაჰამი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *