
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანი ალვეშის სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
დანი პირველ ჩვენებაში ამბობდა, რომ ის მსხვერპლს არ იცნობდა, თუმცა მან ჩვენება შეცვალა. ალვეში აღიარებს რომ ქალს იცნობდა, თუმცა უარყოფს იმას რასაც დაზარალებული ყვება.
ქალი უარს ამბობს ფულად კომპენსაციაზე, მისი მთავარი სურვილია დანი ალვეში გისოსებს მიღმა იხილოს რათა სამართლიანობა აღსრულდეს.