
დავიდ ალაბა, აურელიენ ჩუამენი და ედენ აზარი ვარჯიშზე უკვე დაბრუნდნენ!
თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ფეხბურთელები ლაზარეთში ცოტა მეტ დროს გაატარებდნენ. ახლა შეიძლება ველოდოთ, რომ უკვე ხუთშაბათის ან კვირის მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში იქნებიან.
ხუთშაბათს კოპა დელ რეის მეოთხედფინალში მადრიდის რეალი მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება. 3 დღის შემდეგ ისინი ლა ლიგაში რეალ სოსიედადს შეხვდებიან. ორივე მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.
საინტერესოა, რომ ჯგუფურ ვარჯიშზე სერხიო არიბასიაც შენიშნეს.