მაისი 29, 2023

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” 21 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩინებულ ფორმაშია.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა არაერთი ევროპული გრანდი ყურადღება მიიქცია.

გავლენიანი გამოცემა CalcioMerato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკ გრილიში მისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” დატოვებას გეგმავს.

ამავე წყაროს ცნობით, პეპ გვარდიოლას გრილიშის შემცვლელად გუნდში “ნაპოლის” 21 წლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მოყვანა სურს.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.