
“ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ერთად უკვე თითქმის ერთი კვირაა არ უვარჯიშია და 2 მატჩიც გამოტოვა, მიზეზი გაციებაა.
თუმცა ამჟამად, კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს და დღესვე მზადაა, რომ გუნდურ ვარჯიშში ჩაერთოს.
ლუჩიანო სპალეტიმ, “სალერნიტანასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “ნაპოლის” ფეხბურთელებს 2-დღიანი დასვენება მისცა.
შესაბამისად, ნეაპოლელები აქტიურ ვარჯიშებს 24 იანვრიდან განაახლებენ, სადაც მონაწილეობას ხვიჩა კვარაცხელიაც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის შემდეგ ტურს “ნაპოლი” 29 იანვარს გამართავს და “რომას” დაუპირისპირდება.