იანვარი 27, 2023

20 იანვარს ბრატისლავის “სლოვანი” “ბრნოს” დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

 

82-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და იურაი კუცკას გამარჯვების მომტანი გოლი გაატანინა.

 

“ჩაკვეს” თამაშით არგენტინელი გულშემატკივარი აღფრთოვანდა და სოციალურ ქსელში 23 წლის ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

 

“გიორგი ჩაკვეტაძე გასაოცარი ტალანტია, ის არის ერთადერთი, რომელიც კევინ დე ბრუინის სათამაშო სტილთან ყველაზე ახლოსაა, დაიმახსოვრეთ ეს სახელი და გვარი” – წერს არგენტინელი ქომაგი.

ფოტო: 90 წუთი/90 min.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.