სექტემბერი 14, 2024

“ტოტენჰემი” უგო ლორისის შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს, ამის შესახებ FourFourTwo იტყობინება.

 

ანტონიო კონტე ფრანგი მეკარის თამაშით უკმაყოფილოა, 36 წლის ფრანგმა მიმდინარე სეზონში უამრავი შეცდომა დაუშვა და ზაფხულში, დიდი ალბათობით “დეზების” რიგებს დატოვებს.

 

გამოცების ცნობით, “მამარდა” სიაში ერთადერთი ფეხბურთელი არაა და მასთან ერთად ლონდონელთა ხელმძღვანელობა: ალფონს არეოლას, ალბან ლაფონტისა და ივან მელიეს შეძენითაც ინტერესდებიან.

 

სავარაუდოდ, ინგლისელებს 22 წლის ქართველი მეკარის შეძენა გაუჭირდებათ, რადგან “მამარდას” “ღამურებთან” ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *