ოქტომბერი 2, 2023

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვა.

 

უკვე მესამე დღეა, რაც ქართველი გარემარბი “პარტენოპეისთან” ერთად არ ვარჯიშობს, რისი მიზეზიც გაციებაა.

 

მართალია, 21 წლის გარემარბმა გუშინ სპორტულ დარბაზში ივარჯიშა, თუმცა დღეს მას კლუბის ექიმებმა სახლში დარჩენა ურჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია კიდევ უფრო ამყარებს II Matino-ს მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომლის თანახმადაც, კვარაცხელიას “სალერნიტასთან” მატჩში მონაწილეობა საეჭვოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *