“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვესი ქალზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამ ინფორმაციას COPE და Relevo ავრცელებენ.
დანი ალვესი დღეს დილით პოლიციის მანქანაში დააკავეს. ბრაზილიელმა ჩვენება უკვე მისცა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მომხდარს უარყოფს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა 30 დეკემბერს ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.