ოქტომბერი 2, 2023

დღეს, თბილისის დროით 21 საათზე “კინგ ფაჰდის” სტადიონზე დაიწყება ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საუდის არაბეთის ჩემპიონატების საუკეთესო გუნდების (“ალ-ნასრი” და “ალ ჰილალი”) ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი და “პარი სენ ჟერმენი” დაუპირისპირდებიან.

არაბულ გუნდს ლეგენდარული პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ უკაპიტნებს. ეს იქნება 37 წლის მეგავარსკვლავის პირველი გამოჩენა მოედანზე მას შემდეგ, რაც იგი არაბულ “ალ ნასრიში” გადაბარგდა.

მატჩში მონაწილეობას მიიღებს “პსჟ-ს” არგენტინელი შემტევი, ლიონელ მესიც, რომელიც აზიის კონტინენტს იქ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებიდან ერთი თვის თავზე დაუბრუნდა.

აღნიშნული ჯახი უკვე შეფასდა როგორც ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს უკანასკნელი დაპირისპირება, რადგან ბევრს ეპარება ეჭვი იმაში, რომ ლეგენდების გზები ამის შემდეგ კიდევ გადაიკვეთება.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის შვიდგზის და ხუთგზის მფლობელების ბოლო დუელი 2020 წლის დეკემბერში შედგა. რონალდუს “იუვენტუსმა” მაშინ მესის “ბარსელონას” სამბურთიანი სხვაობით მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

მატჩის საყურებელი ბმულს აუცილებლად მოგაწვდით ჩვენს გვერდზე თამაშის დაწყებამდე 5 წუთით ადრე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *