
საქართველოს ჩემპიონატიდან ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ტრანსფერი განხორციელდა ევროპის მიმართულებით.
ცხადია, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ, რომელიც ბათუმის “დინამოდან” 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ნაპოლის” შეუერთდა.
გავლენიანმა გამოცემა, Transfermarkt-მა ისტორიაში ქართული კლუბებიდან გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშის სია გამოაქვეყნა:
აღსანიშნავია, რომ მე-11 ადგილს გიორგი მამარდაშვილი იკავებს, რომელიც “ვალენსიამ” Transfermarkt-ის ცნობით, 850 ათას ევროდ შეიძინა.
ასე რომ, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ბევრი საინტერესო ტრანსფერი განხორციელებულა და იმედი ვიქონიოთ, რომ უფრო მეტი უკეთესი ტრანსფერიც განახორციელდება.