მაისი 29, 2023

რამდენიმე თვეა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება და დროებით დაკეტილია.

 

 

ამის გამო, ქუთაისის “ტორპედომ” გასულ სეზონში საშინაო მატჩების უმრავლესობა ზესტაფონში ჩაატარა.

ქუთაისური კლუბი ახალი სეზონიდან ლოკაციას შეიცვლის და დროებით სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

 

რა თქმა უნდა, ამავე სტადიონზე ითამაშებს ეროვნულ ლიგაში ახლადდაბრუნებული “სამტრედიაც.”

 

შეგახსენებთ, რომ “ტორპედომ” 2022 წლის სეზონი წარმატებულად ჩაატარა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.