ივნისი 4, 2023

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” ტრანსფერის შემდეგ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ქართული დროშები მომრავლდა, რისი მიზეზიც კი, რა თქმა უნდა, ხვიჩაა.

ქართველი ქომაგების ყველაზე დიდი რაოდენობა ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ვიხილეთ, თამაშს დაახლოებით 200 ქართველი გულშემატკივარი დაესწრო, მათ კი კვარაცხელიამ იმედები არ გაუცრუა.

ქართველების სიუხვე უყურადღებოდ არ დარჩენილა იტალიური მედიისთვის. აი, რას წერს Corriere dello Sport:

“იტალიაში 200 ქართველი 300 სპარტელივით ჩამოვიდა და უგულშემატკივრა კვარაცხელიას”, – ვკითხულობთ ცნობილი იტალიური გამოცემის ფურცლებზე.

აქვე აღსანიშნავია ნიკა წულუკიძეს პოსტიც – მისი თქმით, თუ კვარაცხელია რომელიმე გაზეთის გარეკანზეა, 1 საათში დახლები ცარიელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.