
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი ახალი ფორმატით ჩატარდება.
სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს, 3 გუნდი ევროზონის საგზურის მფლობელი იქნება, ხოლო 1 საქართველოს თასის გამარჯვებული. ტურნირის ეგიდით ჩატარდება ნახევარფინალები და ფინალი.