თებერვალი 9, 2023

“იუვენტუსთან” მოგებულ მატჩში (5:1) “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ამას გარდა, პირველი გოლი მისი ნახევარმაკრატელა დარტყმის შემდეგ გავიდა, როდესაც ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა ყველას დაასწრო. Whoscored-მა ქართველის თამაში 9.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 9.1-ით. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სერია A-ს მიმდინარე ტურნირზე კვარაცხელია გოლი+პასის სისტემით (7+7) მეორე ადგილზეა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება (12+3). ყველა ტურნირზე “კვარას” ანგარიშზე 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

შეგახსენებთ, რომ 9.8 შეფასება ხვიჩას პირადი რეკორდია და სერია ა-ში ასეთი შედეგის გახსენება სულ რამდენიმეჯერ, თუ არის შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.