
სოციალურ ქსელში გავრცელდა ემოციური ფოტო, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საფლავზეა გადაღებული.
„შენთან ამოსულ იუბილარს ყვავილების თაიგულს რომ დაახვედრებ და ზეციდანაც ჯენლტმენობ, ამიტომაც არ გშორდებიან არა მარტო ნაცნობ-უცნობი ადამიანები, არამედ ოთხფეხა მეგობრები,
რომელთა თვალებში სიყვარულთან ერთად გაუნელებელი სევდა იკითხება, სევდა შენი მონატრებისა, ჩემო სიღრმისეულო ვარსკვლავბიჭუნავ“,- წერია ფოტოს აღწერაში.
ფოტოზე ჩანს, როგორ წევს გიორგის საფლავზე ძაღლი.