მაისი 29, 2023

სერია ა-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ შინ მეორეადგილოსანი „იუვენტუსი“ გააცამტვერა.

 

შეხვედრა სტადიონ დიეგო არმანდო მარადონაზე გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

 

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ევროპის TOP 5 ლიგაში 7 და მეტი გოლი და 7 და მეტი საგოლე გადაცემა მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული.

 

ეს ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.