
“ჩვენ არ გვჭირდება ფოტოები იმის საჩვენებლად რომ ვმეგობრობთ. ჩვენ არ გვილაპარაკია და არ გვინახავს ერთმანეთი, რადგან ის სავარჯიშოდ რიადში იყო“, – განმარტა ქარიმ ბენზემამ.
“გუშინ არ მინახავს კრიშტიანუ, რადგან მას უნდა ევარჯიშა, მაგრამ იმედია, ხვალ ვნახავ და ვისაუბრებთ. ვფიქრობ, რომ ის ბედნიერია და იმედი მაქვს, რომ ბევრ გოლს გაიტანს [ალ ნასრში].” – თქვა ფრანგმა.
პარასკევს კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრის სავარჯიშო დარბაზში მადრიდის რეალს შეხვდა. პორტუგალიელი ლეგენდა დებიუტისთვის ემზადება.
37 წლის ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ ალ ნასრთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.