
მანჩესტერ სითი, ქალაქურ დერბიში იუნაიტედთან 2:1 დამარცხების შემდეგ, გვარდიოლამ თქვა: “მე არ მაინტერესებს პრემიერ ლიგა და კარაბაოს თასი. ჩვენ აქ ვერ გავიმარჯვებთ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უკვე ბევრჯერ მოვიგეთ. დროა სხვა კლუბმაც გაიმარჯვოს”.
ასევე დაამატა: “თამაში მართლაც კარგი იყო. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ… მაგრამ ვულოცავ იუნაიტდს. ნუ შეწუხდებით პირველ გოლზე ფიქრით, ახლა ტოტენჰემთან დაპირისპირებაზე უნდა გადავერთოთ“ .
სითი არსენალს ხუთი ქულით ჩამორჩება და „მეთოფეებს“ შეუძლიათ რვამდე გაზარდონ უპირატესობა ტოტენჰემთან გამარჯვებით.
შეგახსენებთ, გვარდიოლას ოთხჯერ აქვს მოგებული პრემიერ ლიგა და კარაბაოს თასი.