
გასულ მატჩში, ნაპოლიმ იუვენტუსი დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე 5-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა 5-დან 4 გოლში მიიღო.
მასიმილიანო ალეგრიმ DAZN-თან კომენტარი გააკეთა:
“ნაპოლის უნდა მივულოცო. ჩვენ გვქონდა დაბალი ენერგია, პირველი გოლი, მეორე, მესამე და მეოთხე. მათ კარგი თამაში ითამაშეს.
20 წუთის შემდეგ თითქოს გამოვცოცხლდით, შემდეგ საუკეთესო მომენტში მეორე გოლი გავუშვით. ფეხბურთიც ესაა, არის მატჩები, სადაც თითოეული დარტყმა შეიძლება გოლი იყოს. უბრალოდ მათ მესამე გოლს დააკვირდით. ჩვენ უნდა ავდგეთ და უნდა აღვიდგინოთ ენერგია,რადგან ჩემპიონატი გრძელია.”
შეგახსენებთ რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატში ისევ პირველ ადგილს იკავებს.