
კრიშტიანუ რონალდუ თავის ყოფილ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის, საუდის არაბეთში, ესპანეთის სუპერთასის ფინალის წინ, მადრიდის რეალის ვარჯიშზე შეხვდა.
Uno de los nuestros. Gracias por la visita @Cristiano. #HalaMadrid pic.twitter.com/yWLcGsRBs3
— Carlo Ancelotti (@MrAncelotti) January 13, 2023
რონალდუს რეალის ფეხბურთელობის დროს, ანჩელოტიმ გაამხილა, თუ რა უპირატესობას ანიჭებს პორტუგალიელი თავდამსხმელი გუნდს თამაშის დროს.
კარლოს სიტყვებით, “რონალდუ ფანტასტიკური მოთამაშე და ფანტასტიკური პროფესიონალია. როდესაც კრიშტიანუ თამაშობს, ჩვენ თამაშს 1-0 ვიწყებთ.”
ანჩელოტი ამ განცხადებაზე არ ხუმრობდა. მან განმარტა: ”ეს შეიძლება ხუმრობა იყოს, მაგრამ რეალობაა”.
რონალდუ იმდენად კარგი იყო მადრიდის რეალში, რომ უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მატჩი ჩაატარა.
When Cristiano plays… we start 1-0" pic.twitter.com/vI6Erk82rW
— ❗🔥❗ (@tq7ze) January 13, 2023
ანჩელოტის დროს რონალდუმ 101 მატჩში 112 გოლი გაიტანა. ამრიგად, კარლომ მათემატიკურად ყველაფერი სწორად შეაფასა.
37 წლის ფეხბურთელი მადრიდის რეალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 438 მატჩში 450 გოლით. ასევე 131 საგოლე გადაცემა შეასრულა ცხრა ბრწყინვალე წელში.