დეკემბერი 2, 2023

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც “ნაპოლიმ” ტურინის “იუვენტუსს” გადაურბინა, ანგარიშით 5:1.

პიემონტელთა რბევა მე-14 წუთზე დაიწყო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას მაკრატელა დარტყმა ვოიცეხ შჩესნიმ მოიგერია, დამატებაზე კი ვიქტორ ოსიმენმა ივარგა. 39-ე წუთზე ნიგერიელმა ქართველს ხურდა დაუბრუნა – “პარტენოპეის” უპირატესობა ორბურთიანი გახდა, თუმცა ტაიმის ბოლოს ანხელ დი მარიამ ერთი ბურთი გაქვითა.

რაც შეეხება მეორე ნახევარს, იქ ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა. 55-ე წუთზე ამირ რაჰმანიმ შეაგდო, აქედან 10 წუთში კი ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ორივე გოლის ასისტენტობა ხვიჩამ გასწია. საბოლოო ანგარიში კი 72-ე წუთზე ელიფ ელმასმა დააფიქსირა.

თუ Whoscored.com-ის შეფასებებს ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი კვარაცხელიას აქვს. ცნობილი სტატისტიკური სააგენტოსგან 21 წლის გარემარბმა 9.8 ქულა დაიმსახურა.

“ნაპოლის” ფეხბურთელთა შეფასებები შემდეგნაირად გამოიყურება:

მერეტი – 6.6

დი ლორენცო – 7.6

რაჰმანი – 7.7

მინ-ჟაე – 7.4

რუი – 6.7

ანგისა – 6.8

ლობოტკა – 7.1

ჟიელინსკი – 7.0

კვარაცხელია – 9.8

ოსიმენი – 9.4

პოლიტანო – 6.2

შეცვლები:

ოლივეირა – 6.4

ნდომბელე – 6.1

ელმასი – 7.4

ლოსანო – 6.0

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლის” სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 47 ქულა აქვს. გუნდი პირველ პოზიციაზეა და მეორე ადგილზე მყოფ “იუვენტუსს” 10 ქულით უსწრებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *