გიორგი მამარდაშვილმა მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენა – ამჯერად გიორგი დიდებულად გაისარჯა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ერთადერთი, რაც შეიძლება მამარდაშვილისთვის დაგვეწუნებინა, ეს თერთმეტმეტრიანების მოგერიება იყო, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა ესპანურ მედიაში:
“ჩამოსვლისთანავე, გიორგის ტიბო კურტუას ადარებდნენ. გუშინ ორივემ დიდებულად ითამაშა, თუმცა პენალტები კვლავ რჩება ქართველისთვის აქილევსის ქუსლად.
გუშინ “ღამურების” მხრიდან ორი მოთამაშის გამორჩევა შეიძლებოდა – ედინსონ კავანი და მამარდაშვილი. მართალია ეს უკანასკნელი ურუგვაელი ფორვარდის მსგავსად პოპულარული ჯერ არაა, მაგრამ მისი უმაღლესი დონე არაერთხელ დაამტკიცა.
გიორგის სიმაღლის მიუხედავად (1,99მ), ის ბრწყინვალე რეაქციით გამოირჩევა, რითიც კურტუას ჰგავს. მისი სიმაღლისდა მიუხედავად მამარდაშვილი ძალიან სხარტია, რაც გუშინდელმა ხუთმა სეივმაც გვანახა.”