მაისი 29, 2023

იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელ არასახარბიელო ასპარეზობაზე მსჯელობა არ წყდება. ჩვენი აპენინელი კოლეგები არაერთ სტატიას გვთავაზობენ, თუ რა არის ქართველის მცირე ჩავარდნის მიზეზები.

 

უმრავლესობა თანხმდება, რომ ძველ “კვარას” მალე ვიხილავთ და ჩვენებურმა თავისი ძველი სახე “იუვენტუსთან” შეხვედრაში უნდა აღმოაჩინოს.

 

მაგალითისთვის, Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა ივან ზაზარონიმ Ottochannel-ის გადაცემა La Domenica Azzurra-ში ხვიჩას შესახებ ისაუბრა:

 

 

“მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ გარკვეული კითხვისა და შემაშფოთებელი ნიშნები გაჩნდა, ნაპოლისთვის” “სამპდორიასთან” გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

 

“ინტერთან” წაგების შემდეგ გენუაში “პარტენოპეის” 3 ქულა აუცილებლად ესაჭიროებოდა.

ლობოტკა და ანგისა უმჯობესდებიან, რასაც ვერ ვიტყვი კვარაცხელიაზე. ალბათ, ცოტა დაღლილია… იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელი, რომელმაც სეზონის პირველ ნახევარში არაერთი ბრწყინვალე ეპიზოდი შემოგვთავაზა, თავის ძველ სახეს მალე დაგვანახებს.

 

ვიმედოვნებ, რომ ეს იმ იძულებითმა შესვენებამ გამოიწვია, რაც ქართველს ჰქონდა. აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

 

პირველი გახლავთ ის, რომ კვარაცხელიას მეტოქე გუნდის მცველები უფრო და უფრო კარგად იცნობენ და მეორე გახლავთ ის, რომ ხვიჩა თავის გამბედაობას უნდა დაუბრუნდეს. მას აქვს თამაშის მართვის ინიციატივა, რომელიც ყოველთვის “კვარას” დამატებითი ღირებულება იყო”, – ამბობს ზაზარონი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.