ოქტომბერი 13, 2024

 

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2023 წელი იდეალურად არ დაწყებულა – მან მილანის “ინტერთან” და “სამპდორიასთან” მატჩებში თავი დიდად ვერ დაგვამახსოვრა და კრიტიკაც მიიღო.

ლონდონურ გამოცემა GOAL-ს კვარაცხელიას ჩავარდნა უყურადღებოდ არ დარჩენია:

“კვარაცხელიამ ბურთი 12-ჯერ დაკარგა, მას აშკარად ეტყობოდა ის ტრავმა, რომელიც ნოემბრის ბოლოს მიიღო და რის გამოც რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. მართალია, ხვიჩა ცდას არ აკლებდა, თუმცა შედეგიანობა არ ჰქონდა.

ხვიჩა მოედანზე ისეთივე ბრწყინვალე და მოხერხებული ვეღარაა, როგორც თავი შეგვაჩვია. ფაქტია, ფიზიკურმა ზიანმა მასზე აშკარად იმოქმედა. ლუჩიანო სპალეტის 77-ე ნომერი გაიცვითა.

ქართველის მხრიდან ხარისხის ვარდნა პროგნოზირებადი გახლდათ. მან ვერც პრე-სეზონზე გამოიჩინა თავი და გატანილი პენალტის გარდა უსახური პერფორმანსები აჩვენა. მართალია, “ნაპოლი” კარგ ფორმას ინარჩუნებს, მაგრამ კვარაცხელიას თამაშის ხარისხი უარესდება.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *