ოქტომბერი 12, 2024

იტალიის ,,სერია A-ს” მე-17 ტურში ,,სამპდორიამ” საკუთარ მოედანზე ,,ნაპოლის” უმასპინძლა და ანგარიში 0-2 დამარცხდა.

 

 

ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ხვიჩა კვარაცხელიამ.

 

 

 

მატჩის დაწყებიდან მალევე შეეძლო ანგარიშის გახსნა მატეო პოლიტანოს, თუმცა მან თერთმეტმეტრიანი ვერ შეაგდო.  რამდენიმე წუთის განმავლობაში  ,,სამპდორიამ” მოწინააღმდეგის კარს სახიფათოდ შეუტია, მაგრამ ოსიმენის გოლის შემდეგ თამაშის სადავეები მთლიანად ,,ნაპოლის” ხელში გადავიდა. მატჩში საბოლოო წერტილი ელმასმა დასვა.

 

 

რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მოედანზე 62 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შემოგვთავაზა და გოლის გატანის შანსიც ჰქონდა.

 

 

13 იანვარს ,,ნაპოლი” საკუთარ მოედანზე ,,იუვენტუსს” დაუხვდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *