მაისი 29, 2023

გაზეთმა “კორიერე დელო სპორტმა” დღევანდელ (6 იანვრის) გამოცემაში კვარაცხელიას ისევ ერთ-ერთი მთავარი სტატია მიუძღვნა სათაურით: “მსაჯებო, კვარასნაირი ტალანტები უნდა დაიცვათ!”

 

სათაურიც მიგახვედრებთ, რას გულისხმობენ ჩვენი იტალიელი კოლეგები: 4 იანვარს გამართულ მატჩში ინტერის ფეხბურთელები ხვიჩას ძალიან ხშირად ეუხეშებოდნენ. გულშემატკივრებს მაშინვე გაახსენდებათ მილან შკრინიარისა და ნიკოლო ბარელას უხეშობები. სტატიაში, რომელიც გაზეთის პირველ გვერდზეც ერთ-ერთ მთავარ თემადაა გამოტანილი, “კორიერე” მსაჯებს მოუწოდებს, რომ კვარაცხელიას მსგავსი ტალანტები მეტად დაიცვან უხეშობისგან.

 

“ხვიჩა ჩვენი დროის სამაგალითო ფეხბურთელია, ფანტაზიით და სიმსუბუქით. ინტერმა ის გალიაში ჩაკეტა და ქართველ ტალანტს ბევრს ურტყამდნენ, ეს აკრძალულია. მართალია, თამაშით ინტერმა გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ კვარასნაირ ტალანტებს მსაჯებისგან მეტი დაცვა სჭირდებათ,” – წერს “კორიერე დელო სპორტი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.