
სერია A-ს მე-16 ტურში “ინტერმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
“პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ “კვარა” 76-ე წუთზე შეცვალა.
“ტვიტერზე” იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს
“სად გაქრა კვარაცხელია?”
“ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა”
“ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე”
“ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია”
“კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?”
“ხვიჩას “ინტერის” წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა”.
“ნაპოლი” გათამაშებას ქულით 41 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები უახლოეს მდევარს “მილანს” 5 ქულით უსწრებენ, სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართავს.