ოქტომბერი 2, 2023

არგენტინულ პრესაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

 

როგორც იწერება არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასა და სკალონის შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს და კონტრაქტი მალე გაოფიციალურდება. ის გუნდს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე უხემძღვანელებს.

 

ახალგაზრდა სპეციალისტმა 2021 წელს კოპა ამერიკა მოაგებინა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს, 2022 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი, გარდა ამისა მის გუნდს 36 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, სანამ საუდის არაბეთთან არ დამარცხდებოდნენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *