ივნისი 4, 2023

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” “სოშოს” დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა შეხვედრაში ულამაზესი ბურთი გაიტანა. მის თამაშს დიდი გამოხმაურება მოყვა.

 

“ამ საღამოს დავითაშვილი ჟოგო ბონიტოა”, – ამბობს Sud Ouest-ის ჟურნალისტი ფრედერიკ ლაჰარი.

 

“ძალიან მომწონს ზურიკო დავითაშვილი. მას უყვარს ბურთი. “ბორდოს” რომ კარგი იდეა ჰქონოდა და მისნაირი ფეხბურთელები ჰყავდეს, ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა”- წერს Footmercato-ს ჟურნალისტი ჰანიფ ბენ ბერკანი.

 

“ბორდო” ლიგა 2-ის ცხრილში მეორე ადგილს 31 ქულით იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.