
გასულ მატჩში, ლივერპულის დებიუტანტმა ბაიჩეტიჩმა, ბურთი საჯარიმოში მიიღო დარვინ ნუნესისგან და ბურთი ტაირონ მინგის ფეხებს შორის გაატარა და ბადეში ჩაჭრა.
იურგენ კლოპმა თამაშის შემდეგ 18 წლის ფეხბურთელი შეაქო.
“ის ჯოჯოხეთურად თავხედია და არაფერი ადარდებს. უბრალოდ ფეხბურთს თამაშობს და ამის გაკეთება არაჩვეულებრივად შეუძლია”, – განუცხადა Amazon Prime-ს.
“მას ჰყავდა ფეხბურთელი მამა [სრდან ბაიჩეტიჩი, თამაშობდა სერბეთში, ესპანეთსა და ჩინეთში 1992-2004 წლებში], ამიტომ გენებიც მოქმედებს, მაგრამ ასევე აღსანიშნავია დამოკიდებულება, ცნობიერება და მატჩის ინტელექტი. დიდი სიამოვნებაა ამ ბიჭებთან მუშაობა.
მესამე გოლის გატანა ბევრად ადრე შეგვეძლო, მაგრამ ეს კარგია და მომეწონა სიტუაცია მესამე გოლის გარშემო.”