თებერვალი 9, 2023

BBC-სთან საუბრისას, ერიკ ტენ ჰაგმა თქვა: “ჩვენ ახლა არ ვუყურებთ ლიგის პოზიციებს, მთავარია, თუ სად ვიქნებით სეზონის ბოლოს. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ პროცესი და ვიბრძოლოთ ყველა თამაშის მოსაგებად.

ეს არის ფოკუსირება, რომელიც მთელ გუნდს და ყველა მოთამაშეს
სჭირდება, კონცენტრირება ამ პროცესზე. გოლი არ გავუშვით, კარი სუფთად შევინარჩუნეთ. ყველა ბედნიერია ამით, რადგან ეს ყოველთვის არის კონკურენციის საფუძველი.

ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო მეტი გოლის გატანა. გვქონდა შესანიშნავი შეტევები, როცა მეკართან ერთი ერთზე ხარ, მეტი გოლი უნდა გაიტანო.”

მხოლოდ ერთი ქულა აშორებს მანჩესტერ იუნაიტედს ოთხეულს, სამშაბათს ოლდ ტრაფორდზე ნოტინჰემ ფორესტის წინააღმდეგ 3-0 მოგების შემდეგ.

ადგილის გასამყარებლად,პრემიერ ლიგაში, “წითელმა ეშმაკებმა” მომდევნო მატჩი აუცილებლად უნდა მოიგონ ვულვზთან 31 დეკემბერს, რომელიც კალენდარული წლის ბოლო მატჩი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.