
სასტუმრო “შერატონში” GFF Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოვება გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე სხვადასხვა კატეგორიაში საუკეთესოები გამოარჩიეს.
2022 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.
ხვიჩამ გასულ წელს საქართველოს ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კვარა სერია ა-ში “ნაპოლის” შემადგენლობაშიც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ეს პრიზი დამსახურებულად მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ წლის საუკეთესო ნანახი ფეხბურთელის პრიზი ზედიზედ მესამედ მოიპოვა.