თებერვალი 9, 2023

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია! ნახევარფინალურ ჯახში “ალბისელესტემ” ხორვატიის ნაკრებს დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 მოუგო და ფინალის საგზური მიიღო.

“თეთრ-ცისფრებმა” ბალკანელი მეტოქეები ლიონელ მესის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტისა და ხულიან ალვარესის დუბლის წყალობით დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ “ალბისელესტეს” კაპიტანმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.

“ბევრ რამეს ვგრძნობ. ყველაფერი ამის ნახვა ძალიან ამაღელვებელია. ხალხის, ოჯახის ნახვა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას რაღაც გასაოცარი იყო. უკანასკნელი მატჩისთვის მივდივართ, რაც ჩვენ გვინდოდა.

კიდევ ერთხელ, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ისიამოვნეთ!” – თქვა მესიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.