
“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ამჟამად კი საფეხბურთო აგენტმა და ექსპერტმა ენრიკო ფედელემ რადიო “მარტეს” ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ტრავმის გავლენის ქვეშაა, რაც სირბილისას ეტყობა და ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის თამაშს დაეტყობა:
“კვარა” 100%-ით მზად არაა. ჯერ კიდევ განიცდის ტრავმის გამო, რადგან დრიბლინგს ერიდება, მდგრადი არაა და სასტარტო სისწრაფისას თავის “ტურბოს” ვერ რთავს, რადგან, ალბათ, შიში აქვს, წინ ფრთხილად მიიწევს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
მართალი გითხრათ, არც სტანისლავ ლობოტკაა საუკეთესო ფორმაში”.
“ნაპოლი” შემდეგ ამხანაგურ მატჩს 21დეკემბერს “დიეგო მარადონაზე” ფრანგულ “ლილთან” გამართავს.