მაისი 29, 2023

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდებული პროფესიონალი და სპორტსმენია. გარდა ამისა, ქართველი ფეხბურთელი დიდებული პიროვნებაც გახლავთ.

 

საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” შემტევი მშობლიურ წალენჯიხაში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა. ინფორმაციას წალენჯიხას მუნიციპალიტეტის მერიის გვერდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

“ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს.

 

 

სასაჩუქრე ვაუჩერი 100 ოჯახს გადაეცა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ხვიჩა კვარაცხელიას თანადგომისთვის!” – წერია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.