
კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე კარში 100-ჯერ დაარტყა.
სტატისტიკა 1966 წლის შემდეგ აითვლება, მსგავსი ნიშნული კი მართლაც, რომ წარმოუდგენელია.
შეგახსენებთ, კრიშტიანო თავის დიდებულ კარიერაში რიგით მე-5 მუნდიალს თამაშობს, მისი პორტუგალია პლეი-ოფში გავიდა, სადაც 6 დეკემბერს შვეიცარიას შეხვდება.