
უმაღლესი ლიგის 35-ე ტური ძალიან დაძაბული აღმოჩნდა.
“დინამო ბათუმმა” და “დინამო თბილისმა”,რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან, თავიანთი მატჩები პარალელურად გამართეს.
ბათუმლები “გაგრას” ესტუმრნენ და მარტივად მოახერხეს მათი დამარცხება(1-4).
“დინამო თბილისი” იმერეთში ჩავიდა და სამგურალს დაუპირისპირდა. დედაქალაქური გუნდი მარცხდებოდა, თუმცა ულად ომარის გოლის წყალობით ქულის მოპოვება მოახერხა.
ამ მომენტისთვის 77 ქულა აქვს “თბილისის დინამოს” ,ხოლო ბათუმლები 76 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური 3 დეკემბერს ჩატარდება. ყველა მატჩი 13:30 გაიმართება.