
კატალონიის “ბარსელონასა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი,რონალდ არაუხო,ურუგვაის ნაკრების განაცხადში მოხვდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო,რის გამოც ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.მისი თამაში მსოფლიოზე თითქმის გამორიცხული იყო,მაგრამ არაუხომ შესაძლოა მსოფლიოზე მაინც ითამაშოს.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება,თუ ურუგვაის ნაკრები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს და შემდეგ ეტაპზე გავა.