
მარკო როისის უიღბლობა გრძელდება.”დორტმუნდის ბორუსიას”კაპიტანმა ისევ მძიმე ტრავმა მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.
როისი ტრავმებმა მთელი კარიერის განმავლობაში გააწამა.
გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო გამოტოვა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი,2016 წლისა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატები,ამჯერად კი 2022 წლის მუნდიალის გამოტოვება მოუწევს.