ივნისი 1, 2023

ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს “ნაპოლის” Castel Volturno-ს საწვრთნელი ბაზა ნაადრევად დატოვა. მას Sportitalia-ს ჟურნალისტი მანუელ პარლატო დახვდა, რომელიც შეეცადა, ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაერკვია.

 

პარლატო ჩვენებურს დაეკითხა, თუ როგორ გრძნობს თავს, რაზეც “კვარამ” ანიშნა, რომ ყველაფერი კარგადაა.

 

შეგახსენებთ, რომ წელის ტკივილის გამო ხვიჩამ “ატალანტასთან” შეხვედრა გამოტოვა და დიდი ალბათობით, ის დღეს “ემპოლისთანაც” ვერ ითამაშებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.