
ჩემპიონთა ლიგის,ჯგუფური ეტაპის,ბოლო ტურში “მადრიდის რეალი” “სელტიკს”დაუპირისპირდა და მარტივად ანგარიშით 5-1 დაამარცხა.გუნდი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
სარეკორდო აღმოჩნდა ეს მატჩი რეალის თავკაცისთვის.კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე,მწვრთნელის რანგში მოგებული 103 თამაში აქვს,ასეთი შედეგი კი არცერთ მწვრთნელს არ დაუფიქსირებია.
იტალიელმა მწვრთნელმა ლეგენდარული შოტლანდიელის,სერ ალექს ფერგიუსონის შედეგი გააუმჯობესა.