სექტემბერი 14, 2024

დავით ყიფიანის სახელობის თასზე, ნახევარ ფინალური შეხვედრები გაიმართა,სადაც ტორპედო დინამო თბილისს დაუპირისპირდა,ხოლო საბურთალო ლოკომოტივ 2-ს.

ქართული კლასიკო დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.ბოლო პერიოდში დინამო კარგ ფორმაში იყო და დაუმარცხებლად ასპარეზობდა,მაგრამ ქუთაისლებმა მოახერხეს დედაქალაქელების დამარცხება.ანგარიში 56-ე წუთზე მონტეირომ გახსნა,ხოლო კაბალიერომ 73-წუთზე ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა.მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა და ტორპედო ფინალში გავიდა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა მეორე ნახევარ ფინალური შეხვედრა საგურამოში,სადაც ლოკომოტივი 2-მა საბურთალოს უმასპინძლა.მატჩის ძირითადი დრო 0-0 დასრულდა,გუნდებმა ვერც დამატებით ტაიმებში შეძლეს გოლის გატანა.პენალტების სერიაში კი ლოკომოტივი 2-მა 7-6 გაიმარჯვა.

ფინალი 7 დეკემბერს ბათუმში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *