
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” ენფილდზე “ლივერპულს” ესტუმრა და 2:0 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ეს იტალიელთათვის პირველი მარცხი იყო.
ნეაპოლელთა რიგებში კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია და მან მოედანზე 82 წუთი გაატარა.
კვარაცხელიას თამაში Whoscored-მა 6.6 ქულით შეაფასა, Sofascore-მა კი 6.9 ქულით.