სექტემბერი 22, 2023

იტალიის საელჩო საქართველოში Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:

 

“იცოდი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე მოხვდა სერია A-ს ისტორიაში? “სასუოლოსთან” მატჩში გატანილი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, კვარაცხელია ისტორიაში მესამე ფეხბურთელი გახდა (დიეგო მილიტოსა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ) სერია A-ს საწყის თორმეტ მატჩში მიღწეული ასეთი შედეგით:

 

“ჩემპიონთა ლიგაში” მიღწევების გარდა, “ნაპოლის” რიგებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 11 საგოლე შეტევაში მონაწილეობა, 6 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. ვულოცავთ ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს წარმატებულ თამაშსა და შთამბეჭდავ შედეგებს!”, –

წერია პოსტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *