Manchester Evening News-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდუ კარრინგტონში ამ კვირას დაბრუნდება.
პორტუგალიელი ფორვარდი აპირებს “პირისპირ მოლაპარაკებებს” ერიკ ტენ ჰაგთან სამშაბათს, სანამ პირველი გუნდის ვარჯიშს დაუბრუნდება.
როგორც ამბობენ, მწვრთნელს სურს 37 წლის ფეხბურთელთან საერთო ენის გამონახვა. 20 ოქტომბერს, ოლდ ტრაფორდზე ტოტენჰემთან გამარჯვების დროს, რონალდუ გამოთიშული იყო მატჩის შემადგენლობიდან, მას შემდეგ, რაც მოედნიდან უნებართვოდ გავიდა.