
“ტოტენჰემთან” მოგებულ შეხვედრაში,კრიშტიანუ რონალდუმ შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა და სტადიონი ნაადრევად დატოვა.როგორც იწერება,რონალდუმ თავი აარიდა გასახდელში შესვლას და მოედნიდან პირდაპირ სახლში გაემართა.
ამ საქციელის გამო ტენ ჰააგმა რონალდუ დასაჯა.
მთავარმა მწვრთნელმა, პოტუგალიელი ფეხბურთელი ჩელსისთან გასამართი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა.რონალდუ ასევე 3 დღე პირველ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს.
ეს პირველი შემთხვევაა არაა, როცა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილება გამოხატა.
დიდი ალბათობით რონალდუ ზამთარში “მანჩესტერს”დატოვებს.